შეხვედრა ექსპერტ ნინო კალანდარიშვილთან
2-04-2011, 18:53 კატეგორია: COBERM

2011 წლის 10 მარტს „ახალგაზრდულ ორაგნიზაცია პირველებმა “ პროექტ „აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების გარანტის“ ფარგლებში გამართა მორიგი შეხვედრა ექსპერტ ნინო კალანდარიშვილთან (ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი);
„ახალგაზრდული ორაგნიზაცია პირველების“ თავმჯდომარემ კოტე ჩოკორაიამ ისაუბრა პროექტის შესახებ, ნინო კალანდარიშვილს გააცნო მთავარი მიზნები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. უნდა აღინიშნოს, რომ ნინო კალანდარიშვილი აქტიურად ესწრება „ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა და საჯარო დებატებს.
შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
1-04-2011, 15:52 კატეგორია: COBERM

“ახალგაზრდულმა ორგანიზაცია პირველებმა“ 2011 წლის 25 მარტს მოაწყვეს პროექტის „აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების გარანტის“ პრეზენტაცია და შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
„ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველების“ თავმჯდომარემ გააკეთა პროექტის პრეზენტაცია და მიმოიხილა პროექტის მთავარი მიზნები, ამოცანები და მისი მიმდინარობა. საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ დიალოგს და მის სამომავლო შედეგებს. აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს როგორც „ახალგაზრდულმა ორგანიზაცია პირველებმა“, ისე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ინიციატივების უზრუნველყოფისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურმა.
შეხვედრა CR-თან
31-03-2011, 17:49 კატეგორია: COBERM

2011 წლის 16 მარტს “ახალგაზრდული ორგანიზაცი პირველები“ პროექტ „აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების გარანტის ფარგლებში შეხვდა შერიგების რესურსების წარმომადგენელს მირა ზოვაკარს, რომელიც კავაკასიის პროექტების მენეჯერია. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, მან საკმაოდ ბევრი იცოდა ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და დაინტერესდა როგორ მიმდინარეობდა პროექტი და იყო თუ არა რაიმე შემაფერხებელი ფაქტორები.
შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
31-03-2011, 17:34 კატეგორია: COBERM

2011 წლის 23 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველებისა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. პირველების თავმჯდომარემ სტუ-ს სტუდენტებთან ისაუბრა პროექტ „აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების გარანტის“ შესახებ.