რატომ უნდა აირჩიოთ ბაგა-ბაღი "პირველები"?
ჩვენი უპირატესობაა
- ტერიტორიული მდებარეობა ქალაქის ცენტრში
- შემოქმედებითი კოლექტივი, კომპეტენტური პედაგოგები
- მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამები – დღესასწაულები, ექსკურსიები, კულტურული ღონისძიებები
- კრეატიულობის განსავითარებელი თამაშები ახალი ტექნოლოგიებითა და სასწავლო მასალებით
- ჯგუფური მეცადინეობები ხატვაში, მუსიკასა და ქორეოგრაფიაში, ვარჯიშის ელემენტებით
- მაღალხარისხიანი, კალორიულად დაბალანსებული და ვიტამინებით გაჯერებული ორჯერადი კვება
- ინგლისური და რუსული ენის შესწავლა
ბაგა-ბაღი "პირველები" ერთ-ერთი გამორჩეულია, იგი მდებარეობს ქუთაისი ცენტრალურ უბანში, ხახანაშვილის ქუჩაზე, N13-ში (ლომებიანი სახლის უკან), აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, ავეჯი არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო. გვაქვს ადაპტირებული, ინდივიდუალური ტუალეტები, გათბობა და კონდიცირება.
გვიპოვეთ: